"ეს დარტყმა ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები რეალურად არ შეცვლილა. მათ ბრძოლა სურთ და ისინი არა მხოლოდ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქალაქებს ესხმიან თავს, არამედ მსოფლიოში ყველას, ვინც მშვიდობას ეძებს", - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის თავდასხმას ეხმაურება.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს არის დარტყმა ევროპაზე, ეს ასევე დარტყმაა პრეზიდენტ ტრამპზე.
"ეს დარტყმა ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები რეალურად არ შეცვლილა. მათ ბრძოლა სურთ და ისინი არა მხოლოდ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქალაქებს ესხმიან თავს, არამედ მსოფლიოში ყველას, ვინც მშვიდობას ეძებს. ეს არის დარტყმა ევროპაზე, ეს ასევე დარტყმაა პრეზიდენტ ტრამპზე. ვაშინგტონში გვესმოდა, რომ პუტინი, სავარაუდოდ, მზადაა ომის დასასრულებლად, ლიდერების დონეზე შესახვედრად და ძირითადი საკითხების გადასაჭრელად, თუმცა ის მშვიდობისკენ რეალური ნაბიჯების ნაცვლად, ბალისტიკას ირჩევს.
ის ბავშვებს კლავს, რათა არ ისაუბროს იმაზე, თუ როდის და როგორ იქნება მშვიდობა. პრობლემა ის არის, რომ მას არ ეშინია იმ ლიდერებზე დარტყმის, რომლებსაც რაღაცას ჰპირდება. ეს მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს არ ეხება. ეს ეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებიც პუტინთან ვაჭრობენ", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.