ინდოეთში, ოდიშას შტატში, "დუდუმას" ჩანჩქერთან ვიდეოს გადაღების დროს, 22 წლის ბლოგერი მდინარის დინებამ გაიტაცა. ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას indianexpress-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბლოგერი ჩანჩქერთან ტურისტული ადგილების შესახებ ვიდეოს იღებდა, როდესაც მდინარის დონემ მოულოდნელად აიწია და გზა მოუჭრა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
ადგილობრივები და ტურისტები მის დახმარებას თოკების გამოყენებით ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. შემთხვევის ამსახველი კადრები მედიაში ვირუსულად გავრცელდა.