სამ წლიანი ომის განმავლობაში, პირველად, რუსეთის სამხედრო ძალებმა ფრონტის ხაზი დნიპროპეტროვსკის მიმართულებით გაარღვიეს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ოლქის ორი სოფელი უკვე დაიკავეს, ოფიციალური კიევი კი, ცნობას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ჯერ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
პარალელურად, უკრაინა რუსულ ქალაქებს დრონებით უტევს, როსტოვში, საცხოვრებელ სახლს დრონის ნამსხვრევი მოხვდა, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია.