19 ივნისი 2026,   14:21
ვრცლად
ღაზაში ნასერის ჰოსპიტალზე ისრაელის იერიშს სულ მცირე 15 ადამიანი, მათ შორის, ოთხი ჟურნალისტი ემსხვერპლა

ღაზაში, ნასერის საავადმყოფოზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი ჟურნალისტი. გარდაცვლილთა შორისაა საერთაშორისო სააგენტო Reuters-ის რეპორტიორი ჰუსამ ალ-მასრიც.

ავიადარტყმის დროს მძიმედ დაიჭრა ამავე სააგენტოს ფოტორეპორტიორიც.

თვითმხილველების თქმით, საავადმყოფოზე პირველი დარტყმის შემდეგ, ადგილზე მაშველები და ჟურნალისტები მივიდნენ, მეორე დარტყმა სწორედ ამ დროს განხორციელდა.

Reuters-ის პირდაპირი სიგნალი თავდასხმის მომენტში გაითიშა. 

დღის ამბები