უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში უნგრელი კოლეგის, პიტერ სიიარტოს განცხადებას გამოეხმაურა.
პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთის დასაშინებლად გამოიყენა.
სიიარტომ აღნიშნა, რომ უკრაინამ სერიოზული თავდასხმები განახორციელა უნგრეთის ენერგომომარაგების წინააღმდეგ.
"უნგრული მანერით გიპასუხებთ. შენ არ გაქვს უფლება უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რა უნდა გააკეთოს ან თქვას და როდის. ის უკრაინის პრეზიდენტია და არა უნგრეთის. უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება თქვენს ხელშია. დივერსიფიკაცია მოახდინეთ და დამოუკიდებელი გახდით რუსეთისგან, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა", - წერს ანდრეი სიბიგა.