20 ივნისი 2026,   06:49
ვრცლად
მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე დრონებით იერიში განხორციელდა - მედია

მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა დრონი, რომლის სამიზნეც რუსეთის დედაქალაქი იყო.

მედიის ცნობით, თავდასხმის საფრთხის გამო, დროებით, ფუნქციონირება შეწყვიტა პულკოვოს აეროპორტმა - გადაიდო ათობით ავიარეისი.

სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის თქმით, ჩამოგდებულია, სულ მცირე, ორი დრონი.

დღის ამბები