22 აგვისტო 2026,   11:51
ვრცლად
ქართული სასამართლო დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია - კვლევა ევროკომისიამ გამოაქვეყნა

საქართველო სასამართლო დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია - კიდევ ერთი პოზიტიური მაჩვენებელი ქართული სასამართლოს შესახებ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშში ჩაიწერა. კვლევა ევროკომისიამ გამოაქვეყნა.

საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლობის ინდექსით, საშუალო ევროპულ ქვეყნებს უტოლდება, რაც მოსამართლეებისთვის მნიშვნელოვანია - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი, გამოქვეყნებულ ანგარიშს.

ოპოზიციის ნაწილი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშს უნდობლობას უცხადებს, ნაწილი კი, შედეგებს ასე განმარტავს.

ევროკომისიის მიერ, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ანგარიშები ზოგადად ქვეყნის და ქართული მართლმსაჯულების პროგრესის დასტურია - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ანგარიშებში პოზიტიურ მაჩვენებლებს. "ქართულ ოცნებაში" ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ.

ანგარიშს ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრი აწარმოებს. ევროკომისიამ კიდევ რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. მათ შორის ამერიკული ორგანიზაცია "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ანგარიში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი გაზრდილია და ნატოსა და ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს.

დღის ამბები