20 ივნისი 2026,   06:23
ვრცლად
ჩინეთში მშენებარე ხიდი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი - კადრები მედიაში ვრცელდება

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სიჩუან-ცინხაის რკინიგზის მშენებარე მონაკვეთზე, სამშენებლო ფოლადის კაბელის გაწყვეტის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Xinhua news-ი ავრცელებს. 

საგანგებო სიტუაციების შტაბის ცნობით, სიჩუან-ცინხაის რკინიგზის ხიდი ცინხაის მონაკვეთზე ჩამოინგრა, კაბელის გაწყვეტის შედეგად, 108 მეტრის სიგრძის კონსტრუქცია ჩამოვარდა. მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ღამით მოხდა, როდესაც ადგილზე 16 მშენებელი მუშაობდა.

ცინხაის პროვინციის მთავრობის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ყვითელ მდინარეზე გადაჭიმული ფოლადის თაღოვანი ხიდის მთავარი მონაკვეთის მშენებლობის დასრულება, მიმდინარე თვის ბოლომდე იყო მოსალოდნელი.

დღის ამბები