20 ივნისი 2026,   06:23
ვრცლად
მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ამერიკელი მფრინავი-ასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნებრასკელი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც უკანასკნელ ამერიკელ მფრინავ-ასად ითვლებოდა და რომელსაც ხუთი მტრის თვითმფრინავი ჰქონდა ჩამოგდებული, 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

დონალდ მაკფერსონი, აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდ USS Essex-ზე გამანადგურებელი თვითმფრინავის პილოტად მსახურობდა, სადაც ომის ბოლო წლებში იაპონიის ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. ჯარში მსახურობის პერიოდში, მას კონგრესის ოქროს მედალი და სამი ჯვარი მიენიჭა გამორჩეული ფრენისთვის.

ამერიკის გამანადგურებელი-ასების ასოციაციამ და მეორე მსოფლიო ომის გამანადგურებელი თვითმფრინავების მუზეუმმა Fagen Fighters-მა, მაკფერსონი ომის უკანასკნელ ცოცხალ ამერიკელ ასად დაასახელეს.

ცნობისთვის, ასად ჩათვლისთვის, პილოტს ხუთი ან მეტი მტრის თვითმფრინავი უნდა ჩამოეგდო.

დღის ამბები