20 ივნისი 2026,   05:32
ვრცლად
გავეცი ბრძანება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულებაზე - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების შესახებ დაუყოვნებელი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა.

როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, მუშაობს ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების შესახებ მთავრობის გეგმის დამტკიცებაზე.

"გადამწყვეტი გამარჯვების ეტაპზე ვართ. დღეს აქ [ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის დივიზიაში] ჩამოვედი, რათა დამემტკიცებინა გეგმები, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა წარადგინეს ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისა და "ჰამასის" დამარცხების შესახებ. ამავდროულად, გავეცი ბრძანება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების შესახებ", – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები