იაპონიაში წყალდიდობაა - ძლიერი წვიმების შედეგად კიტა-აკიტაში მდინარე ანი ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა.
სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სხვა ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ კიტა-აკიტასა და კაზუნოს ზოგიერთ ნაწილში მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. შეჩერებულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.