11 აგვისტო 2026,   08:45
ვრცლად
ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია 2025 წელს დაიწყება და 2028 წლამდე გაგრძელდება

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია 2025 წელს დაიწყება და 2028 წლამდე გაგრძელდება.

რეაბილიტაციის დროს სრულად გამაგრდება სასახლის კონსტრუქციული მზიდები, საძირკველი, აივნისა და გადახურვის ბურჯები.

რესტავრაცია ჩაუტარდება რეზიდენციის საგამოფენო დარბაზებს და მათ ავთენტური, ისტორიული სახე დაუბრუნდება. რესტავრატორები იმუშავებენ დედოფლისეული სასახლის უნიკალური ე.წ. ლაზური აივანის შენარჩუნებისთვისაც, მას რესტავრაცია ნახევარ საუკუნეზე მეტია არ ჩატარებია.

უფლისწულის სასახლისთვის მომზადდება სპეციალური სადრენაჟო სისტემა, რომელიც სასახლის საძირკველს ზედმეტი ნალექისაგან დაიცავს.

რესტავრაციის პროექტი საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს არქიტექტორ რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების და ისტორიკოსების ჩართულობით მომზადდა. რესტავრაციის დასრულების შემდეგ დამთვალიერებელი დედოფლის სასახლეში განახლებულ დარბაზებსა და იმ აღდგენილ უნიკალურ ნივთებს იხილავს, რომლებიც სასახლეში საუკუნეზე მეტია არ გამოფენილა.

დედოფლისეულ სასახლეში ბოლო კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა.

დღის ამბები