19 ივნისი 2026,   14:19
ვრცლად
პუტინის ვიზიტი ალასკაზე დასრულდა, მან ანკორიჯი უკვე დატოვა

ვლადიმერ პუტინმა ალასკა უკვე დატოვა. 

უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ადის პუტინი ტრაპზე და თვითმფრინავში ჯდება.

აშშ-რუსეთის პრეზიდენტების სამი-სამზე ფორმატის შეხვედრისა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, ტრამპს პუტინთან და რუსული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში სამუშაო სადილი უნდა ჰქონოდა, თუმცა პრესკონფერენციის შემდეგ ის გაუქმდა.

რუსული მედიის ცნობით, პუტინის ალასკაზე ვიზიტი 5 საათს გაგრძელდა. სამიტის დასრულების შემდეგ, მან საბჭოთა პილოტების მემორიალს მიაგო პატივი, რის შემდეგაც ალასკა დატოვა.

დღის ამბები