CNN-ი საკონფერენციო ოთახის ფოტოს ავრცელებს, სადაც ტრამპი და პუტინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ფოტოში ჩანს სლოგანიც "მშვიდობისკენ სწრაფვა“.
ფოტო CNN-ის ჟურნალისტმა კეიტლან კოლინზმა გადაიღო. ამჟამად სცენაზე ორი ტრიბუნა დგას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ორი ლიდერის ერთად გამოჩენის გეგმა კვლავ ძალაშია.
"რეალიზებული იქნება ეს გეგმა თუ არა, ბევრ რამეს გვეტყვის იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს თეთრი სახლი ამ შეხვედრას“, - თქვა კოლინზმა.