19 ივნისი 2026,   21:31
ვრცლად
ალასკაზე ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე, ანკორიჯში საპროტესტო აქციებია - ადგილობრივები პუტინის ვიზიტს უკრაინის მხარდამჭერი ბანერებით აპროტესტებენ

ალასკაზე ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე,  ანკორიჯში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

დემონსტრანტები ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს აპროტესტებენ და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც BBC წერს, პროტესტში ასეულობით ადამიანი მონაწილეობს. ქუჩებში გადმოფინეს ბანერები წარწერით - "ალასკა უკრაინის გვერდით დგას!"

სამიტის მსვლელობისას ქალაქში დაგეგმილია, როგორც ტრამპის საწინააღმდეგო, ისე მხარდამჭერი დემონსტრაციები.

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკაზე, დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზეა დაგეგმილი.

დღის ამბები