20 ივნისი 2026,   03:41
ვრცლად
სკოლის ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 მოსწავლე დაშავდა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში, ახალი სასწავლო წლის პირველივე დღეს, სკოლის ავტობუსი გადატრიალდა, რომელსაც 40-ზე მეტი ბავშვი გადაჰყავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევის შედეგად 12 ბავშვი დაშავდა. მათივე ცნობით, ავტობუსს მოსწავლეები ლეანდერის დამოუკიდებელი სკოლის ოლქიდან, ჩრდილო-დასავლეთ ოსტინში, ტრევისის ოლქში გადაჰყავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის დროს, ავტობუსში 42 ბავშვი და ერთი ზრდასრული იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ ყვითელი სკოლის ავტობუსი ხეებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე გადატრიალდა. ფოტოების მიხედვით, მანქანამ მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო.

მედიის ინფორმაციით, 12 დაშავებული შემთხვევის ადგილიდან ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენი მოსწავლეები “გაერთიანების ცენტრში” მოათავსეს, სადაც მათ გამოკვლევები ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი ოჯახებში დაბრუნდებიან.

დღის ამბები