აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი პუტინთან მისი შეხვედრა კარგად წარიმართება, იქნება მეორე შეხვედრა პუტინსა და ზელენსკის შორის, სადაც თავად ტრამპის იქნება, "თუ ამას მოისურვებენ".
ტრამპის თქმით, ვირტუალური სამიტი, რომელშიც მასთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი და ევროპელი ლიდერები მონაწილეობდნენ, კარგად წარიმართა.
"თუ პირველი შეხვედრა კარგად წარიმართება, ჩვენ ძალიან სწრაფად, მე ვიტყოდი მაშინვე, გვექნება მეორე შეხვედრა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. მეც ვიქნები ამ შეხვედრაზე, თუ ისინი მოისურვებენ. მეორე შეხვედრამ, შეიძლება, იმუშაოს. მანამდე პირველი შეხვედრა ვერ იმუშავებს. ეს შესანიშნავი შეხვედრა იქნება. შესაძლოა, შესანიშნავ რამეს მივაღწიოთ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, მაგრამ ეს იქნება მზადება მეორე შეხვედრისთვის. ვფიქრობ, მეორე შეხვედრა, თუ ის შედგება… შეიძლება, მეორე შეხვედრა არც შედგეს, რადგან ვიგრძნო, რომ ეს შესაფერისი არ იქნება, იმიტომ, რომ შესაძლოა, ვერ მივიღო ის პასუხები, რაც უნდა მივიღო. ამ შემთხვევაში მეორე შეხვედრა არ გვექნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.