20 ივნისი 2026,   11:38
ვრცლად
2 დაღუპული და 10 დაშავებული - აშშ-ში ფოლადის ქარხანა აფეთქდა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ფოლადის მწარმოებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულებიდან 5-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 5-მა კი შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკა დატოვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კლერტონში, U.S. Steel Clairton Coke Works-ში მომხდარმა ინციდენტმა, ხალხი ნანგრევების ქვეშ მოაქცია, რის გამოც სამაშველო ოპერაციის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

“დაშავებული თანამშრომლები მკურნალობისთვის ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ქარხანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ.

ოფიციალური პირების ცნობით, ქარხანაში აფეთქება ელემენტების ექსპლუატაციის ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად, დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები