ისრაელის პრემიერ-მინისტრი გერმანიას "ჰამასის" ტერორიზმის წახალისებაში ადანაშაულებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება, ბერლინის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის ნაწილობრივ შეჩერებას ითვალისწინებს. გერმანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუმ ღრმა იმედგაცრუება გამოთქვა გერმანიის გადაწყვეტილების გამო.
ცნობილია, რომ გერმანია შეაჩერებს ისრაელში იმ იარაღის ექსპორტს, რომელიც შეიძლება ღაზის სექტორში იყოს გამოყენებული.