ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატებიც, განსხვავებული შეხედულებების ცენზურას ახდენდა. საკითხზე, ჯეი დი ვენსმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, მთელი კოლექტიური დასავლეთი, ნატოელი მოკავშირეები, რა თქმა უნდა, ბაიდენის ადმინისტრაციის ქვეშ მყოფი ამერიკის შეერთებული შტატები ზედმეტად კომფორტულად ექცეოდა ცენზურას, ვიდრე სხვადასხვა მოსაზრებების განხილვას,"- ამბობს ვენსი.