მზია ამაღლობელის საქმესა და გამოხმაურებებზე დღეს კითხვები დაუსვეს შინაგან საქმეთა მინისტრს. გეკა გელაძემ განაცხადა, რომ ინსტიტუციებზე თავდასხმა მიუღებელია.
"ამ ინსტიტუციაზე თავდასხმა ნებისმიერ ფორმით, ეს იქნება ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობრივი ქმედება, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის მიუღებელი და ამას ექნება სამართლებრივი შეფასების ქმედება," - აცხადებს გეკა გელაძე.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის პრესსპიკერის, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. განცხადებებში მითითებულია, რომ ჟურნალისტისთვის ორწლიანი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და პოლიტიზებულია. ისმის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოწოდება.