19 ივნისი 2026,   14:29
ვრცლად
შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი: "დიფ სთეითის" პროპაგანდის ფრთა სრული პანიკის რეჟიმშია - მე ჩემს საქმეს ვასრულებ, ვამხელ "დიფ სთეითის" მოქმედ სახიფათო პირებს

შეერთებულ შტატებში რაშა გეითსის საქმის წარმოება ეტაპებს გადის - დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ახლა უკვე სასამართლოშია, თავად ტულსი გაბარდი კი კიდევ ერთხელ საუბრობს არაფორმალური გავლენებისა და გამოძიების პროცესში შექმნილი ხელოვნური ბარიერების შესახებ.

"მე ჩემს საქმეს ვასრულებ — ვამხელ "დიფ სთეითის" მოქმედ სახიფათო პირებს" - ამბობს შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ობამას ადმინისტრაციამ და სხვა მაღალჩინოსნებმა ხელოვნურად შექმნეს დაზვერვის ინფორმაცია, თითქოს რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ერეოდა.

"ისინი უგულებელყოფენ და უარყოფენ სიმართლეს. აბუჩად იგდებენ ყველას, ვინც მათ ამხელს. ეს გაუკეთეს ტრამპს. ახლა ამას მე მიკეთებენ. "დიფ სთეითის" პროპაგანდის ფრთა სრული პანიკის რეჟიმშია. ეს ტაქტიკა, რომელსაც ისინი ახლა იყენებენ, იგივეა, რასაც ვაშინგტონში ომის მომხრეები მუდმივად იყენებდნენ, როდესაც ვინმე მათ გამოწვევას უქმნიდა, და ეუბნებოდა, რომ ეს არ ემსახურებოდა ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესებს.

ვინ არის "დიფ სთეითი"? რისგან შედგება? ჩვენ ამას რეალურ დროში ვხედავთ. მნიშვნელოვანია ამერიკელმა ხალხმა ამას ყურადღება მიაქციოს და გააცნობიეროს. როდესაც გვაქვს მედიაგიგანტების პროპაგანდისტული აპარატი, საჭიროა ყურადღებით ვიყოთ, გონიერად ვიმოქმედოთ და არ დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც გვეუბნებიან.

მე ჩემს საქმეს ვასრულებ - ვამხელ "დიფ სთეითის" მოქმედ სახიფათო პირებს, რომლებიც დაზვერვის სტრუქტურებში არიან. იმიტომ, რომ ამას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი.

შტატების დაზვერვის შეფის პარალელურად, ე.წ. დიფ სთეითსა და არაფორმალურ გავლენებზე ისაუბრა შტატების პრეზიდენტის შვილმაც - ტრამპ ჯუნიორმა.

"არ არსებობს ერთი ბოროტმოქმედი, არსებობს ბოროტმოქმედი, რომელსაც სხვა ბოროტმოქმედები ამზადებენ. ისინი, ვინც შეერთებულ შტატებში არიან ჩანერგილი და "დიფ სთეითის" აპარატის ნაწილს წარმოადგენენ. ათწლეულების განმავლობაში, ქმნიან ერთპარტიულ გლობალისტურ დღის წესრიგს. ეს უშედეგოდ არ ჩაივლის", - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტის შვილი.

დღის ამბები