19 ივნისი 2026,   21:32
ვრცლად
ლეგენდარული ოზი ოსბორნის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - Dailymail

ლეგენდარული როკ მუსიკოსის, ოზი ოსბორნის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი გახდა. მუსიკოსი გასულ თვეში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. 

Black Sabbath-ის ფრონტმენი, რომელსაც 2019 წელს პარკინსონის დაავადება დაუდგინდა, 22 ივლისს ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების მოწმობის თანახმად, მომღერალი "მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტით“ და "გულის გაჩერებით“ გარდაიცვალა.

ოზი გასულ კვირას, ბაკინგემშირის სასახლის ტერიტორიაზე დაკრძალეს. ცერემონიას ოჯახის წევრები და როკ-მუსიკოსები ესწრებოდნენ.

დღის ამბები