19 ივნისი 2026,   14:18
ვრცლად
ნიუ-ჯერსიში 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ბიძგები ნიუ-იორკშიც იგრძნობოდა

შაბათს ღამით, ადგილობრივი დროით 22:18 საათზე, მიწისძვრამ ნიუ-იორკი შეაზანზარა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ჰასბრუკ ჰაითსში იყო. ბიძგების სიმძლავრემ კი 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის გეოფიზიკოსის, ჯონათან ტიტელის თქმით, დაშავებულების ან შენობების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მისი თქმით, მიწისძვრის სიღრმე, სავარაუდოდ, 10 კილომეტრია, რაც დედამიწაზე ბოლო დროს მომხდარ სხვა მიწისძვრებთან შედარებით მცირეა.

დღის ამბები