"მემკვიდრეობა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები" - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საზაფხულო სკოლას უმასპინძლა. მხარდამჭერი კულტურისა და განათლების სამინისტროები არიან.
შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართა, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილე ბექა დავითულიანთან ერთად დაესწრო.
საზაფხულო სკოლა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. სკოლაში მონაწილე ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის გაიმართა ლექცია-სემინარები, მოეწყო გასვლითი ღონისძიებები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, გელათის აკადემიასა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში.