9 ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი რომელიც, ქვეითებისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე გაზრდილ სანქციებს ითვალისწინებს. 10-ლარიანი ჯარიმა 50-მდე გაიზარდა. განმეორებითი შემთხვევა, 20-ის ნაცვლად, 100 ლარი იქნება.
"დაახლოებით 1 თვის წინ მოქმედი ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვერ ასრულებდა ეფექტიანად იმ პრევენციულ ფუნქციას, რაც ქვეითად მოსიარულეებს უბიძგებდა იმისკენ, რომ არ დაერღვიათ შესაბამისი მოძრაობის წესები. ეს, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საკუთრივ ქვეითად მოსიარულეებისთვის, რომ ისინი დაემორჩილონ საგზაო მოძრაობის წესებს, უადგილო ადგილას არ გადაკვეთონ გზა, დაემორჩილონ შესაბამის ნიშნებს თუ მონიშვნებს, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი, არანაკლებ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მართავენ ამა თუ იმ სატრანსპორტო საშუალებას," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.