20 ივნისი 2026,   10:17
ვრცლად
რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტ მედვედევს უთხარით, სიტყვებს დაუკვირდეს, რადგან ის ძალიან საშიშ ტერიტორიაზე გადადის - ტრამპი

"რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტ მედვედევს უთხარით, სიტყვებს დაუკვირდეს, რადგან ის ძალიან საშიშ ტერიტორიაზე გადადის" - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა "თრუს სოუშალის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

ტრამპი გამოეხმაურა მედვედევის განცხადებას, რომელიც წერდა, რომ რუსეთი არ არის ისრაელი ან ირანი, რომ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების დასადებად ულტიმატუმები წაუყენონ, ტრამპს კი მოუწოდებდა, არ გააგრძელოს "მძინარე ჯო ბაიდენის გზა".

დღის ამბები