08 ივნისი 2026,   22:33
ვრცლად
სამართალდამცველებმა საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამი პირი დააკავეს - მათ შორის 2 უცხოელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს. - ამის შესახებ იფნორმაციას დავად უწყება ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯ.ე-მ, ნ.მ.-მ და ვ.ი.-მ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით საქართველოდან თურქეთში მიგრანტის სატვირთო ავტომანქანით (ფარულად) გადაყვანის მომზადებას ჯგუფურად გაუწიეს ორგანიზება, რის სანაცვლოდაც მათ დიდი ოდენობით თანხა აიღეს.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მომზადებისათვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელა", - აღნიშნულია შინაან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18-344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები