20 ივნისი 2026,   11:40
ვრცლად
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 7 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი დაშავდა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მცირე ზომის თვითმფრინავი ხეს გამოედო, შემდეგ ავტომობილის სახურავს შეეჯახა და პარკში ჩამოვარდა, რის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ცნობით, პატარა, ერთძრავიან თვითმფრინავში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ავტომობილში მყოფი 5 ადამიანი, თვითმფრინავში მყოფებთან ერთად, კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, ავტომობილში ერთი ზრდასრული მამაკაცი და 4 ბავშვი იმყოფებოდა, მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ.

FlightRadar24-ის მონაცემების თანახმად, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციამ და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

 

დღის ამბები