რუმინეთში, ქალაქ ბროშტენში, წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც, ევაკუირებულია ათასამდე მოქალაქე, განადგურდა კერძო სახლები და მეურნეობები.
ღვარცოფულმა ნაკადმა დააზიანა ხიდები და საქალაქთაშორისო მაგისტრალები. მდინარე ბისტრინიცაში წყლის დონე ნახევარი მეტრითაა მომატებული.