20 ივნისი 2026,   11:39
ვრცლად
"15 პროცენტი ცუდი ციფრი არ არის. ეს საუკეთესო შედეგია, რაც მოვიპოვეთ" - ამერიკამ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკამ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. დონალდ ტრამპი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს შოტლანდიაში შეხვდნენ. მოლაპარაკება შედგა - დოკუმენტის მიხედვით, შტატებში ევროპული საქონლის იმპორტზე 15-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება.

შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს შტატებიდან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი შტატებში დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს.

მხარეები გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, თუმცა ევროპელი პოლიტიკოსები შეთანხმებას უკვე აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, დოკუმენტი ევროპისთვის და მისი ეკონომიკისთვის კაბალურია.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, 15%-ანი ტარიფი საუკეთესო შედეგია, რომლის მოპოვებაც მათ შეძლეს.

"15 პროცენტი ცუდი ციფრი არ არის. ეს საუკეთესო შედეგია, რაც მოვიპოვეთ. ეს ყველაფერზე ვრცელდება. ასევე, შევთანხმდით, რომ რიგ სტრატეგიულ პროდუქტებზე ნულოვანი ტარიფი იქნება.

ესენია: თვითმფრინავები და მათი ნაწილები, ზოგიერთი ქიმიკატი, ნახევარგამტარული აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტი, ბუნებრივი რესურსები და კრიტიკული ნედლეული. ამ სიას კიდევ დავამატებთ სხვა პროდუქტებსაც", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დღის ამბები