20 ივნისი 2026,   11:39
ვრცლად
"პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური ფიასკო" - მარინ ლე პენი და გი ვერჰოფსტადტი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებას აკრიტიკებენ

პარტია "ეროვნული გაერთიანების" საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმებას აკრიტიკებენ. მარინ ლე პენმა და გი ვერჰოფსტადტმა პოზიციები სოციალურ ქსელში დააფიქსირეს.

"სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპთან გააფორმა, პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური ფიასკოა", - წერს მარინ ლე პენი.

ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კი შეთანხმებას "კატასტროფად" მოიხსენიებს.

"ევროკავშირისა და აშშ-ს შორის შეთანხმება სკანდალურია... კატასტროფა... ამერიკის მხრიდან არცერთი დათმობა... ცუდად შეთანხმებული", - დაწერა ვერჰოფსტადტმა.

 

დღის ამბები