20 ივნისი 2026,   10:19
ვრცლად
ირანში სასამართლოს შენობაზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სისთან-ბელუჯისტანის პროვინციაში, სასამართლოს შენობაზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით პირი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელებმა შენობას ყუმბარები დაუშინეს, რასაც მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

სამართალდამცველები მომხდარზე პასუხისმგებლობას სუნიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებას, ჯაიშ ალ-ადლის აკისრებენ.

 

დღის ამბები