20 ივნისი 2026,   10:19
ვრცლად
ღაზის სექტორში გასული 24 საათის განმავლობაში შიმშილისგან ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი ჩვილი გარდაიცვალა

ღაზის სექტორში გასული 24 საათის განმავლობაში შიმშილისგან ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი ჩვილი გარდაიცვალა. ერთი დღით ადრე კი, შიმშილობისგან ცხრა ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში შიმშილით 127 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 85 ბავშვია.

გაერო-ს წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვებს დღეების განმავლობაში ვერ იღებს, რის გამოც სულ მცირე, 90 000 ქალი და ბავშვი ამ დრომდე შიმშილობს.

გონებას კარგავენ ექიმებიც, რომლებიც პაციენტების გადარჩენას ცდილობენ.

დღის ამბები