კამბოჯას და ტაილანდს შორის არსებულ სასაზღვრო ზონაში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.
დაპირისპირების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. პნომპენი და ბანგკოკი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ქვეყნებს შორის ესკალაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც საზღვართან ტაილანდელი სამხედრო ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა.
კონფლიქტის ზონაში მდებარე რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარებს. საცხოვრებელი უკვე დატოვა ათი ათასობით ადამიანმა, შეჩერებულია სასწავლო და სამუშაო პროცესი.