მეორე დღეა უკრაინაში დემონსტრაციები იმართება, ათი ათასობით მოქალაქე ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაუქმებას აპროტესტებს.
პროტესტის ეპიცენტრია კიევი, ლვივი, ხარკოვი, ოდესა, დნიპრო, ივანო-ფრანკოვსკი, სულ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები 17 ქალაქში იმართება.
მოქალაქეები ითხოვენ, ანტიკორუფციული ორგანოები ჩარევის და ზეწოლისგან დაცული იყოს. რადას მიერ მიღებული კანონის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა უქმდება, უწყებები გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაში გადადის.