20 ივნისი 2026,   10:17
ვრცლად
რუსეთში, ამურის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში, ამურის ოლქში An-24-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ნაპოვნია თვითმფრინავის კორპუსი და ფრაგმენტები. არსებული ინფორმაციით, ბორტზე 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბორტი ბლაგოვეშენსკიდან ტინდაში მიფრინავდა, ფრენის დროს კი ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა. რეგიონში რთული ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების გამო რეისი დაგვიანებით გაფრინდა.

დღის ამბები