24 აგვისტო 2026,   01:50
ვრცლად
ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ "დიფ სთეითის" მხილება - მმართველი გუნდი ე.წ. კორპორაციების პროპაგანდისტულ მეთოდებზე საუბრობს

ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ "დიფ სთეითის" მხილების შემდეგ, მმართველი გუნდი ე.წ. კორპორაციების პროპაგანდისტულ მეთოდებზე საუბრობს. პარლამენტის სპიკერმა ტულსი გაბარდის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას, "დიფ სთეითის" მეთოდების ტესტი უწოდა. საუბარია, 2016 წლის ამერიკულიი არჩევნების შემდეგ, ბარაკ ობამას დავალებით წამოწყებულ კამპანიაზე, სადაც გაბარტის მტკიცებით, 44-ე პრეზიდენტმა ტრამპის იმიჯის შელახვა მისი რუსეთთან დაკავშირების ცრუ ბრალდებით სცადა. შალვა პაპუაშვილის აზრით, მეთოდი ყველა იმ ქვეყანაში იდენტურია, რომელშიც ხელისუფლება ჩრდილოვანი ძალების პოლიტიკას არ ატარებს.

"დიფ სთეითის" მოქმედების სტილი და ფორმა ფაშისტურ პროპაგანდას შეადარა დღეს უმრავლესობის ლიდერმა. მამუკა მდინარაძემ, სადემონსტრაციოდ, ქართული ოპოზიციის მხრიდან 2012 წელს დაწყებული კამპანიის დამადასტურებელი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცდილობდნენ ოპონენტები ხელისუფლების რუსეთთან გაიგივებას, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

მიუხედავ იმისა, რომ შტატების ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა კორპორაციების დანაშაულებრივ ქმედებებზე ღიად ისაუბრა და მტკიცებულებები იუსტიციის დეპარტამენტს გადაუგზავნა, ქართულ ოპოზიციაში "დიფ სთეითის" არსებობა მაინც არ სჯერათ.

ოპოზიციას, მათ ლობისტებს და ევროპელ ბიუროკრატებს პირდაპირ ე.წ. დიფ სთეითის ინტერესებთან აკავშირებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ჩრდილოვანი ძალების მხრიდან განსხვავებული აზრის მოსპობის ფრანგულ, სლოვაკურ, რუმინულ მაგალითებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ მეთოდი უცვლელია დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მართვადი მედიით და გავლენის აგენტების მეშვეობით ხორციელდება.

ტულსი გაბარტმა ხმაურიანი ინტერვიუ "ფოქს ნიუსს" რამდენიმე დღის წინ მისცა. მალევე დაზვერვის დირექტორმა ობამას ადმინისტრაციის წინააღმდეგ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადასცა. დონალდ ტრამპი კი ამ მოვლენას ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ბარაკ ობამას დაკავების ვიდეოს გავრცელებით გამოეხმაურა.

 

 

დღის ამბები