24 აგვისტო 2026,   03:13
ვრცლად
"ვინც ოპოზიციურ ბრძოლას, წინააღმდეგობას ეთიშება, ეს მისთვისვეა წამგებიანი" – ირაკლი ფავლენიშვილი

ევროკომისიის დათქმული ვადა აგვისტოს ბოლოს იწურება, თუმცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე 20 ოქტომბერს იმსჯელებენ. სანამ ბრიუსელში ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე განხილვა გაიმართება, იქამდე ქვეყანა თბილისსა და რეგიონში მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევს.

4 ოქტომბერი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის განხეთქილების მთავარ თემად რჩება. ბარიერგადალახულ პარტიებს შორის ორი კენჭისყრაში ერთვება, ორი კი ბოიკოტს აცხადებს და არჩევნებში მონაწილეობას ღალატად განიხილავს. ამასობაში, შესაძლოა, გაიზარდოს იმ პარტიების ჩამონათვალი, ვისი ნომერიც მოსახლეობას ბიულეტენზე დახვდება.

პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ვინც ოპოზიციურ ბრძოლას ეთიშება, ეს მისთვისვეა წამგებიანი. 

"ყველა ადამიანი, რომელიც ოპოზიციურ ბრძოლას, წინააღმდეგობას ეთიშება, არის მათთვისვე წამგებიანი. თუ ეს ხალხი საპროტესტო ელექტორატის აბსოლუტურ უმრავლესობის ნებას არ დაჰყვება, მათთვისვე იქნება ცუდი," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

თვითმმათველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის". პარტიი პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ თითოეული არჩევნები უნდა იყოს შანსი, რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს ქვეყანაში. 

"სამწუხაროა, რომ ამ მოცემულობაში ვართ. თითოეული არჩევნები უნდა იყოს შანსი იმის, რომ ერთი მხრივ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს ქვეყანაში და მეორე მხრივ, როგორღაც, ეს რადიკალიზაცია დავასრულოთ. წარმოუდგენელია, ქვეყანაში, სადაც სამმილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, ბულინგი და ზიზღის ენა," - ამბობს გიორგი ჭანტურია.

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე 

 

დღის ამბები