20 ივნისი 2026,   10:19
ვრცლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობის სავარაუდო დაგეგმვისთვის 70 წლამდე ქალი დააკავეს

ისრაელის პრემიერ მინისტრის მკვლელობის მცდელობის სავარაუდო დაგეგმვისთვის ისრაელში ერთი მოქალაქე დააკავეს.

ირკვევა, რომ 70 წლამდე ქალი აქტივისტი ნეთანიაჰუს აფეთქებას გეგმავდა. ის 2 კვირის წინ აიყვანეს, შემდეგ გაათავისუფლეს და გადასცეს შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც ის არ უნდა მიუახლოვდეს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო შენობებს.

პოლიციის განცხადებით, მოქალაქე დემონსტრაციების დროს პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

დღის ამბები