საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსთან შეხვედრა გამართა- უწყების განმარტებით, მარიამ ტაბატაძე სტამბოლში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას დაესწრო, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო აღჭურვილობები იყო წარმოდგენილი.