20 ივნისი 2026,   10:16
ვრცლად
მასშტაბური ავარია თურქეთში - შემთხვევას მსუბუქ ავტომობილში მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა

მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - თექირდაღში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და რძის გადამზიდი ცისტერნა შეეჯახა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 4-ვე გარდაცვლილი მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ისინი მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალნენ.

შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები