20 ივნისი 2026,   10:19
ვრცლად
პრინ­ც ჰარისა და პრინც უილიამის 20 წლის ბი­ძაშ­ვი­ლი გარდაცვლი­ლი იპო­ვეს - დაწყებულია გამოძიება

დიდი ბრიტანეთის პრინ­ცე­ბის, უი­ლი­ა­მი­სა და ჰა­რის 20 წლის ბი­ძაშ­ვი­ლი საკუთარ სახლში გარდაცვლი­ლი იპო­ვეს. ცხედართან ერთად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღიც აღმოაჩინეს. ინფორმაციას the sun-ი ავრცელებს.

რო­უ­ზი როში, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ბი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია, მისი ცხე­და­რი დე­დამ და დამ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, "გო­გო­ნა სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში არ გარ­დაც­ვლი­ლა და მესამე პირის მონაწილეობა არ დასტურდება".

მომ­ხდარ­ზე დაწყებულია გა­მო­ძი­ე­ბა, პირველი სასამართლო პროცესი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­იმართება. მ

სგავ­სი შემ­თხვე­ვა სამეფო ოჯახის სანათესაოში პირ­ვე­ლი არ არის. 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში, თო­მას კინგსტო­ნი, ჰა­რი­სა და უი­ლი­ა­მის ბი­ძაშ­ვი­ლის, ლედი გაბ­რი­ე­ლა კინგსტო­ნის მე­უღ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა, ცხე­დარ­თან მაშინაც ია­რა­ღი იპო­ვეს.

დღის ამბები