20 ივნისი 2026,   10:19
ვრცლად
Delta Airlines-ის პილოტი იძულებული გახდა სამხედრო თვითმფრინავთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად "აგრესიული“ მანევრი გაეკეთებინა

Delta Airlines-ის პილოტი იძულებული გახდა, ჩრდილოეთ დაკოტაში დაშვებამდე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავთან შესაძლო შეჯახების თავიდან ასაცილებლად "აგრესიული“ მანევრი განეხორციელებინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავიაკომპანიის ცნობით, Delta Air Lines-ის 3788-ე რეისი, SkyWest-ის რეგიონული თვითმფრინავი, ის პარასკევს მინეაპოლისიდან (მინესოტა) ჩრდილოეთ დაკოტას შტატის ქალაქ მინოტში მიფრინავდა.

აეროპორტი დაშვების დროს, პილოტმა B-52 ტიპის ბომბდამშენი შეამჩნია და "აგრესიული" მანევრით მას თავი აარიდა. მედიაში გავრცელებულ ჩანაწერში ისმის ხმა, სადაც პილოტმა მგზავრებს მანევრისთვის ბოდიში მოუხადა. "ჩვენკენ მოდიოდა“. ასე რომ, ბოდიშს გიხდით აგრესიული მანევრისთვის“, - ამბობს ის.

"ჩვენ ძალიან მკვეთრი, მარჯვნივ შემობრუნება გავაკეთეთ, სრულიად გვერდზე გადავედით. ბალახს ვუყურებდი“, - განუცხადა BBC-ს ბორტზე მყოფმა ეკიპაჟის წევრმა, მონიკა გრინმა.

"ნებართვის მიღების შემდეგ თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა, მაგრამ როდესაც მის გზაზე სხვა თვითმფრინავი გამოჩნდა, მეორე წრეზე წასვლა მოუწია, - ნათქვამია SkyWest-ის განცხადებაში.

დღის ამბები