ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ვიდეოკოლაჟი გაავრცელა, რომელზეც ამერიკელი მაღალჩინოსანი დემოკრატი პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა.
ვიდეოში ამგვარი მოწოდებებით გამოდის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი, ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და კონგრესმენი სტივ კოენი.
კოლაჟი გრძელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული კადრებით, რომელზეც ოვალურ კაბინეტში ბარაკ ობამას FBI-ს თანამშრომლები ხელბორკილებს ადებენ, შემდეგ კადრში კი ყოფილი პრეზიდენტი ციხის საკანშია.