20 ივნისი 2026,   10:18
ვრცლად
ბანგლადეშში, სამხედრო-სასწავლო თვითმფრინავის საუნივერსიტეტო ქალაქში ჩამოვარდნას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, სამხედრო - საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავის საუნივერსიტეტო ქალაქში ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 164 დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

თვითმფრინავი ქალაქის ჩრდილოეთ უტარას რაიონში, ჰაზრატ შაჰჯალალის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, "მაილსტოუნის" სკოლისა და კოლეჯის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

"ამ დროის მონაცემებით, 18 ადამიანი დაიღუპა და 164 დაშავდა“, - განუცხადა ABC News-ს ბანგლადეშის შეიარაღებული ძალების ინფორმაციული უსაფრთხოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, სამი უდ დოულა ჩოუდჰურიმ. "სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ყველა დაშავებული და გარდაცვლილი ოთხ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - დასძინა მან.

დღის ამბები