20 ივნისი 2026,   10:18
ვრცლად
ბანგლადეშში, სამხედრო-სასწავლო თვითმფრინავი საუნივერსიტეტო ქალაქში ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, სამხედრო - საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავის საუნივერსიტეტო ქალაქში ჩამოვარდნის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ინფორმაციას reutes-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამად, ადგილზე მაშველები და სამხედრო მოსამსახურეები მუშაობენ. ჩამოვარდნის მიზეზი დგინდება.

 

 

დღის ამბები