20 ივნისი 2026,   11:39
ვრცლად
"ირანი და ევროპის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ" - ირანული მედია

ირანი და ევროპის ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ – ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყანა უმასპინძლებს მომავალ მოლაპარაკებებს, ჯერ არ არის საბოლოოდ მიღებული.

ირანული მედიის ინფორმაციითვე, მანამდე ირანი განიხილავდა ევროკავშირის სამი ქვეყნის მოთხოვნას ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლების და სანქციების მოხსნის შესახებ.

დღის ამბები