20 ივნისი 2026,   10:18
ვრცლად
თურქეთის სასამართლომ სტამბოლის ყოფილ მერს, ექრემ იმამოღლუს პროკურორის მიმართ "საჯარო შეურაცხყოფის" და "მუქარის" საქმეზე 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის ყოფილ მერს, ექრემ იმამოღლუს პროკურორის მიმართ "საჯარო შეურაცხყოფის" და "მუქარის" საქმეზე 1 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდების მხარე ოპოზიციონერისთვის 7 წლით პატიმრობას და საჯარო თანამდებობებზე მუშაობის უფლების ჩამორთმევას ითხოვდა. თუმცა მოსამართლემ პროკურორის არცერთი ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებისთვის ემზადება. თავად ყოფილი მერი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

იმამოღლუ, პრეზიდენტ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია. ის 4 თვის წინ კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. ამ კონკრეტულ საკითხებზე ძიება კვლავ გრძელდება. მარტში იმამოღლუს დაკავებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

დღის ამბები