20 ივნისი 2026,   10:21
ვრცლად
La stampa: იტალია უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ინიციატივას არ შეუერთდება - მონაწილეობაზე უარს ამბობენ, ასევე, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა

სააგენტო "La stampa" ავრცელებს ინფორმაციას, რომ იტალია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ინიციატივაში, რომელიც უკრაინისთვის აშშ-გან იარაღის შესყიდვას გულისხმობს.

აქვე აღნიშნულია, რომ მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ, ასევე, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა.

"იტალია არ შეუერთდება აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ინიციატივას, თანხების ნაკლებობის გამო. უნგრეთმა და ჩეხეთმაც უარი თქვეს მონაწილეობაზე", - წერს "La stampa".

დღის ამბები